Powered by Blogger.
RSS

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან
ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) ტრენინგებს.


კურსის მიზანი

ტრენინგ კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის
ამაღლება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების
კუთხით, რაც
 ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების სასწავლოპროცესში  ინტეგრირებას
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.

კურსის ხანგრძლივობა
კურსის ხანგრძლივობაა 24 საათი და შედგება 8 სამსაათიანი ტრენინგისგან.

მეთოდები

კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა:
აქტიური ლექცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში
და სხვა.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, და ჯგუფური მუშაობა.

კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:

  • შეძლებს დამოუკიდებლად კომპიუტერის ჩართვას და გამორთვას უსაფრთხო რეჟიმში;
  • შეძლებს ისაუბროს და განასხვავოს კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე 
მოწყობილობები;

  • შეძლებს ფანჯრებში და ამოცანების პანელზე მუშაობას;
  • შეძლებს საქაღალდეებსა და ფაილებზე მუშაობას;
  • შეძლებს ფაილების ტიპების ამოცნობას;
  • შეძლებს ტექსტურ რედაქტორში მუშაობას (დოკუმენტების შექმნა და ფორმატირება,
ცხრილების შექმნა, გრაფიკული ობიექტების ჩასმა,დოკუმენტების შენახვა
(ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობის გათვალისწინებით);

  • შეძლებს შემნახველი მოწყობილობების გამოყენებას;
  • შეძლებს საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებას;
  • შეძლებს მსგავსი ამოცანების იდენტიფიკაციას სხვადასხვა საოფისე პროგრამაში;
  • შეძლებს ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას (უჯრაში მონაცემთა ტიპების გარჩევა,
უჯრის ფორმატირება, ფურცლებზე მუშაობა,უჯრებზე არითმეტიკული 
ოპერაციების შესრულება);

  • შეძლებს ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული საქმიანობისათვის 
(პროფესიული ინფორმაციის მოძიება, შენახვა);
  • შეძლებს კომუნიკაციას ტექნოლოგიების საშუალებით (ელ-ფოსტით სარგებლობა).

შედეგი თვალსაჩინოათუ მონაწილეს:

შეუძლია ტექსტებზე მუშაობა, გრაფიკული ობიექტებით გამდიდრებული საგნობრივი ტესტის შექმნა;
შეუძლია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში;
შეუძლია ელექტრონული ფოსტის გამოყენება;
შეუძლია ცხრილებზე მუშაობა;
შეუძლია ინფორმაციის გარე მატარებლების განსხვავება და მათი გამოყენება.

სერთიფიცირების პირობები

მინიმუმ 18 სთ-ზე დასწრება;

კურსის დასრულების შემდეგ დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS